ექთნის გამოძახების ფასი და მომსახურების პირობები

NMS 24/7-ის საექთნო მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია საჭირო პროცედურაზე, პაციენტის მდგომარეობაზე, მომსახურების ხანგრძლივობასა და მდებარეობაზე.

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ექთნის გამოძახების ფასებს, მომსახურების ძირითად პირობებს, ვიზიტის ორგანიზების პროცესსა და იმ ინფორმაციას, რომელიც ექთანს წინასწარ უნდა მიაწოდოთ.

მითითებული ფასები არის საწყისი ღირებულება. საბოლოო ფასი პაციენტთან წინასწარ თანხმდება.

საექთნო მომსახურების ფასები

  1. ინტრავენური ინფუზია / გადასხმა — 90 ლარიდან
  2. ჭრილობის დამუშავება და გადახვევა — 55 ლარიდან
  3. ნაწოლების მოვლა და ჰიგიენა — 65 ლარიდან
  4. ინექცია ვენაში, კუნთში ან კანქვეშ — 35 ლარიდან
  5. ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის მართვა დღიურად — 160 ლარიდან
  6. შარდის ბუშტის კათეტერიზაცია — 110 ლარიდან
  7. გაზგამყვანი ოყნა — 90 ლარიდან
  8. ნაკერების მოხსნა ბინაზე — 90 ლარიდან
  9. ქირურგიული სტეპლერების მოხსნა ანტისტეპლერით — 130 ლარიდან
  10. პაციენტის ჰიგიენა, დაბანა და თეთრეულის შეცვლა — 130 ლარიდან
  11. პალიატიური პაციენტის 24 საათიანი მოვლა ბინაზე — 250 ლარიდან
  12. მედძმის გამოძახება ბინაზე — 75 ლარიდან
  13. სანიტარის გამოძახება ბინაზე — 85 ლარიდან
  14. პაციენტის შინ მოვლა ბინაზე დღიურად — 160 ლარიდან
  15. პაციენტის ერთჯერადი ჰიგიენური მოვლა — დაბანა, თეთრეულის შეცვლა და მოწესრიგება — 170 ლარიდან
  16. საექთნო საათობრივი ან ერთჯერადი მომსახურება ბინაზე — 90 ლარიდან
  17. ნაზოგასტრალური ზონდით პაციენტის შინ მოვლა — 80 ლარიდან
  18. ტრაქეოსტომიანი პაციენტის მოვლა ბინაზე დღიურად — 70 ლარიდან
  19. ერთჯერადი ექთნის მომსახურება პაციენტის შინ მოვლისთვის ერთჯერადად — 150 ლარიდან

ფასი შეიძლება შეიცვალოს პაციენტის მდგომარეობის სიმძიმისა და მომსახურების ლოკაციის მიხედვით. საბოლოო ღირებულება წინასწარ თანხმდება პაციენტთან ან მის წარმომადგენელთან.

როგორ მუშაობს NMS 24/7-ის გამოძახების სერვისი?

1. დაგვიკავშირდით

პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი გვიკავშირდება ტელეფონით, WhatsApp-ის ან Telegram-ის საშუალებით.

2. მოგვაწოდეთ ინფორმაცია პაციენტის შესახებ

ექთანს წინასწარ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია:

  • პაციენტის ასაკის შესახებ;
  • არსებული დაავადებების შესახებ;
  • ცნობილი ალერგიების შესახებ;
  • მიმდინარე მედიკამენტების შესახებ;
  • არსებული ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ;
  • ბოლო პერიოდში ჩატარებული მკურნალობის ან პროცედურების შესახებ;
  • აქვს თუ არა პაციენტს ექიმის დანიშნულება / ფორმა №100.

ეს ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ ვიზიტი სწორად დაიგეგმოს და ექთანს წინასწარ ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

3. ვიზიტის დროის შეთანხმება

ინფორმაციის მიღების შემდეგ პაციენტთან ვათანხმებთ ექთნის მისვლის სავარაუდო დროს.

მდებარეობისა და მიმდინარე დატვირთვის მიხედვით, ვიზიტის სავარაუდო დრო შეიძლება იყოს 25 წუთიდან 1 საათსა და 30 წუთამდე.

4. ღირებულების შეთანხმება

მომსახურების საბოლოო ღირებულება პაციენტთან წინასწარ თანხმდება.

გადახდა შესაძლებელია:

  • საბანკო გადარიცხვით;
  • ნაღდი ანგარიშსწორებით.

როგორ მოემზადოს პაციენტი ექთნის ვიზიტისთვის?

ბინაზე ექთნის გამოძახებისას პაციენტის წინასწარი მომზადება ხელს უწყობს მომსახურების უსაფრთხოდ, კომფორტულად და ორგანიზებულად ჩატარებას.

პაციენტის მდგომარეობა

ექთნის მოსვლამდე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მისთვის კომფორტულ და უსაფრთხო მდგომარეობაში — მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციაში, საჭიროების შესაბამისად.

თუ პაციენტს აქვს ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა, სასურველია დამოუკიდებლად არ ადგეს.

ექიმის დანიშნულება

თუ ვიზიტის მიზანია ინექცია, ინფუზია, ჭრილობის დამუშავება ან სხვა პროცედურა, რომლისთვისაც ექიმის დანიშნულებაა საჭირო, წინასწარ უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი დანიშნულება ან ფორმა №100.

პრეპარატის დასახელება, დოზა და შეყვანის გზა უნდა შეესაბამებოდეს ექიმის დანიშნულებას.

მედიკამენტები და სამედიცინო დოკუმენტაცია

ვიზიტის დროს სასურველია ხელთ გქონდეთ:

  • ექიმის დანიშნულება;
  • ბოლო ეპიკრიზი ან სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, თუ არსებობს;
  • ბოლო კვლევებისა და ანალიზების პასუხები, საჭიროების შემთხვევაში;
  • პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტების სია.

ოთახის მომზადება

პროცედურის ჩასატარებელი ადგილი უნდა იყოს:

  • სუფთა და კარგად განათებული;
  • საკმარისი სივრცის მქონე;
  • პაციენტისთვის კომფორტული;
  • შინაური ცხოველებისა და სხვა ხელშემშლელი ფაქტორებისგან თავისუფალი.

მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესი

პაციენტმა არ უნდა დაიწყოს, შეწყვიტოს ან შეცვალოს დანიშნული მედიკამენტის დოზა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ინფუზია, ინექცია და სხვა სამედიცინო პროცედურები ტარდება შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში

NMS 24/7-ის საექთნო მომსახურება არ ცვლის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, ძლიერი ან მოულოდნელი გულმკერდის ტკივილი, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, უეცარი მეტყველების დარღვევა, სხეულის ნაწილის სისუსტე ან დამბლა, ძლიერი სისხლდენა ან სიცოცხლისთვის საშიში სხვა სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ 112-ზე დარეკვა.

NMS 24/7-ის მიზანია პაციენტისთვის პროფესიული, უსაფრთხო და კომფორტული საექთნო მომსახურების ორგანიზება მისთვის საჭირო გარემოში.