გჭირდებათ შარდის ბუშტის კათეტერის დაყენება, გამოცვლა თუ მოხსნა სახლის პირობებში? NMS 24/7 გთავაზობთ პროფესიონალურ, სტერილურ და უსაფრთხო საექთნო სერვისს თბილისსა და ბათუმში. ჩვენი გამოცდილი ექთნები ადგილზე გეხმარებიან, რომ თავიდან აირიდოთ პაციენტის კლინიკაში ტარების სტრესი და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება კომფორტულ გარემოში.

რა შემთხვევაში გამოიძახება ექთანი კათეტერიზაციისთვის?

ჩვენი სერვისი სრულად ფარავს პაციენტის საჭიროებებს სახლის პირობებში:

  • შარდის მწვავე ან ქრონიკული შეკავება: როდესაც პაციენტს დამოუკიდებლად არ შეუძლია შარდის ბუშტის დაცლა;
  • პოსტოპერაციული პერიოდი: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია და დრენირება;
  • ნევროლოგიური დარღვევები (მაგ. ინსულტის შემდეგ), როდესაც ირღვევა შარდვის ბუნებრივი კონტროლი;
  • პროსტატის ადენომა / გადიდება, რომელიც აბრკოლებს შარდის თავისუფალ გამოყოფას;
  • კათეტერის გეგმიური გამოცვლა ან Foley კათეტერის უსაფრთხოდ მოხსნა ბინაზე.

NMS 24/7-ის სერვისი: რა შედის ჩვენს მომსახურებაში?

პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და დანიშნულების მიხედვით, ჩვენი ექთნები უზრუნველყოფენ:

  1. სტერილურ პროცედურას ადგილზე: კათეტერის (Foley, ერთჯერადი ან სუპრაპუბიკური) პროფესიონალურ დაყენებას ან შეცვლას მკაცრი ანტისეპტიკური წესების დაცვით.
  2. Foley კათეტერის მოხსნას: ბალონის უსაფრთხო დაცლას და კათეტერის  ტკივილის გარეშე ამოღებას.
  3. პროცედურის შემდგომ მონიტორინგს: პაციენტის ბუნებრივი შარდვის აღდგენის პროცესზე დაკვირვებასა და ოჯახისთვის აუცილებელი რეკომენდაციების მიწოდებას.

რატომ ირჩევენ NMS 24/7-ს?

  • სადღეღამისო მზაობა (24/7): ვმუშაობთ შაბათ-კვირის და დასვენების დღეების ჩათვლით.
  • ოპერატიული გამოძახება: რეაგირება ხდება სწრაფად, თბილისისა და ბათუმის მასშტაბით.
  • სერტიფიცირებული პერსონალი: პროცედურებს ატარებენ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექთნები.
  • უსაფრთხოება და კომფორტი: პაციენტი იღებს კლინიკური დონის მომსახურებას საკუთარ საწოლში, მინიმალური სტრესით.

გჭირდებათ კათეტერიზაცია თბილისსა ან ბათუმში?

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. NMS 24/7-ის კვალიფიციური ექთნები მზად არიან ოპერატიულად გაგიწიონ შესაბამისი დახმარება.