ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ნაბახუსევი (პახმელია) — გადასხმა ბინაზე და საექთნო დახმარება
ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმი ხშირად განიცდის სისუსტეს, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, პირის სიმშრალეს, თავბრუსხვევას და ზოგად დისკომფორტს. ასეთ მდგომარეობას ყოველდღიურ ენაში ხშირად ნაბახუსევს (პახმელიას) უწოდებენ. თუმცა მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ჩვეულებრივი ნაბახუსევი (პახმელია), ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ხანგრძლივი ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვითარებული მდგომარეობა (ზაპოი). ზოგ შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება იყოს შედარებით მსუბუქი, მაგრამ მძიმე ინტოქსიკაციისას საჭიროა ექიმის შეფასება

