პროცედურა უნდა ჩაატაროს მხოლოდ კვალიფიცირებულმა სამედიცინო პერსონალმა. თვითნებური ჩარევა საფრთხის შემცველია;

1. კათეტერის მოხსნა (Foley)
ხელების ჰიგიენა — ხელების დაბანა და სტერილური ხელთათმანების ჩაცმა.
ბუშტის ბალონის დაცლა;

Foley კათეტერს აქვს პატარა ბალონი, რომელიც შიგნით ფიქსირდება;
სპეციალური შპრიცით გამოიწოვება ,ბალონში არსებული ფიზ. ხსნარი (ჩვეულებრივ 5–10 მლ).
კათეტერის ნაზად ამოღება
პაციენტი მოდუნებული მდგომარეობაშია.

კათეტერი ნელა, ამოიღება ტკივილის გარეშე.
შარდსადენის დეზინფექცია
კათეტერის გამორეცხვა (ირიგაცია / ლავაჟი)
გამოიყენება მაშინ, როცა კათეტერი იჭედება შედედილი სისხლის კოლტებით, ლორწოთი;
გამოიყენება სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9%)
ნელა შეყვანა — 10–50 მლ ხსნარის შეყვანა დაბალი წნევით.
გამოსვლის კონტროლი — უნდა გამოვიდეს ისე, რომ გაუშვას ჩაჭედილი მასა.
კათეტერის ჩადგმა (განთავსება) – სტანდარტული პროცედურა
Foley კათეტერი, მამაკაც/ქალი – პრინციპი ერთია, მაგრამ ანატომია განსხვავებულია)
მომზადება;
სტერილური ნაკრები: კათეტერი, გელი (ლიდოკაინი/სტერილური ლუბრიკანტი), შპრიცი, ანტისეპტიკი, საფენები.

ჩადგმა
ასეპტიკის დაცვა — ხელთათმანები, დეზინფექცია;
ლუბრიკანტის გამოყენება — კათეტერი უხვად ითხუპნება;
შარდსადენში ნაზად შეყვანა;
შეყვანა ხდება ნელი მოძრაობით, ტკივილის გარეშე.
შარდის გამოჩენა — კათეტერი ბუშტშია.
ბალონის შევსება
5–10 მლ სტერილური ფიზხსნარი.
მოხმარების მილთან შეერთება