არქივები

    კატეგორიები

    • კატეგორიები არ არის

    გაზგამყვანი ოყნა

    ძირითადად გაზგამყვანი ოყნა ინიშნება ოპერაციის წინ და ასევე მწოლიარე ავადმყოფებში ყაბზობის დროს! ოყნის გაკეთება ხდება — უკანა ტანიდან, სწორ ნაწლავში წყლის, ან რაიმე ხსნარის, მაგალითით გლიცერინის სამკურნალო სითხის ან დიაგნოსტიკური საშუალებების შეყვანა. განარჩევენ გამწმენდ, გამხსნელ, და დიაგნოსტიკურ ოყნას.

    გამწმენდი ოყნის დროს შეჰყავთ 15-21 °C ტემპერატურის 1—1.2 წყალი, პერისტალტიკის გასაძლიერებლად მაგარი განავლის დასარბილებლად; გამწმენდი ოყნის ნაირსახეობაა გარმონი ოყნა, რომლის დროსაც წყალი (0,5—1 ლ) შეჰყავთ მრავალჯერ და რიტმულად, გარმონ ოყნას იყენებენ ნაწლავთა პარეზის დროს ან ძლიერი ყაბზობისას!

    გამხსნელი ოყნის დროს უკანა ტანიდან შეჰყავთ 50—200 მლ მცენარეული ზეთი, იყენებენ ნაწლავების დაცლისას ჭინთვების თავიდან ასაცილებლად.

    დიაგნოსტიკურ ოყნას მიმართავენ კონტრასტული ნივთიერებების შესაყვანად რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს.