ნაწოლების მოვლა არის პროცესი, რომელიც მოიცავს კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილებას და წარმოქმნილი ნაწოლების მკურნალობას. ნაწოლები ჩნდება მაშინ, როცა სხეულის რომელიმე უბანზე დიდი ხნის განმავლობაში მუდმივი ზეწოლაა — მაგალითად, ხანგრძლივად მწოლიარე ან გაუნძრევლად მყოფ პაციენტებში.

ნაწოლების მოვლის ძირითადი მოვლა ,პრევენცია ზეწოლის შემცირება — სხეულის პოზიციის ხშირი შეცვლა

კანის მოვლა — სისუფთავის და სიმშრალის დაცვა, სეფტიკა ანტისეფტიკა;

ინფექციის პრევენცია — ანტისეპტიკური საშუალებები, სტერილური საფენები;

რა შედის ნაწოლების მოვლაში?

1. პოზიციის შეცვლა

პაციენტის გადაბრუნება ყოველ 2 საათში ერთხელ, რათა ზეწოლა სხეულის ერთ უბანზე არ დაგროვდეს.

კანის დაცვა

კანის რბილი გაშრობა დაბანის შემდეგ

უნებლიე გამონადენის (შარდი, განავალი) სწრაფი შეცვლა

დამცავი კრემების/ბარიერის გამოყენება

სამედიცინო მატრასები

რბილი ბალიშები ზეწოლის შესამცირებლად ჭრილობის მოვლა (თუ უკვე არსებობს ნაწოლი)

ჭრილობის დათვალიერება

გაწმენდა ფიზიოლოგიური ხსნარით

შესაბამისი საფენების დადება (ჰიდროქოლოიდი, ჰიდროგელი, ალგინატი და სხვ.)

ინფექციის ნიშნებზე დაკვირვება (წითელობა, სუნი, ტკივილი, სიცხე)

კვება და ჰიდრატაცია

საკმარისი ცილა, წყალი და ვიტამინები კანის რეგენერაციისთვის.