ჩვენ გთავაზობთ, ნაკერების, ჭრილიბის (ოპერაციული ჭრილობის) მოვლის მარტივ და სწორ წესებს ბინაზე, რომ გაჯანსაღება უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე წარიმართოს
ნაკერების მოვლა ბინაზე — ეტაპობრივად ხდება;
ხელების ჰიგიენა
სანამ ჭრილობას შეეხებით, დაიბანეთ ხელები საპნით 10–30 წამით.
ვიყენებთ ერთჯერად სტერილურ ხელთათმანებს;
სახვევიის გამოცვლა
როდის იცვლება?
ექიმის რეკომენდაციით, ჩვეულებრივ ყოველ 24 საათში ერთხელ,
ან როცა სახვავი დასველებულია / დაისვარა.
როგორ გამოცვალოთ?
ნაზად მოხსენით ძველი სახვავი.
თუ მიეწება – დაასველეთ სტერილური ფიზ. ხსნარით (ან განზავებული ანტისეპტიკით), რომ არ დააზიანოთ ნაკერები.
დაამუშავეთ ქლორხექსიდინით ან ბეტადინით (ექიმის მითითების მიხედვით).
დააფარეთ სტერილური მარლა და ფიქსირებადი ბინტი/პლასტირი.ყოველდღიური ჰიგიენა
შხაპი როგორც წესი, 48 საათის შემდეგ ნებადართულია (თუ ექიმმა სხვანაირად არ გითხრათ).
ნაკერები არ უნდა დაისველოს დიდი ხნით — სწრაფი შხაპი + მშრალი გაწმენდა.
ნაკერების მდგომარეობის მონიტორინგი
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:
ნორმალურია:
მსუბუქი შეწითლება ჭრილობის კიდეებზე
მცირე სითხის გამონადენი პირველ დღეებში
რეკომენდაცია; დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა თუ არის:
ძლიერი შეწითლება, ტკივილის იმატება
სიწვის შეგრძნება
ჩირქოვანი გამონადენი ან მძაფრი სუნი
ტემპერატურა 37.5°-ზე ზემოთ
ნაკერის გაღება, სისხლდენა
აკრძალულია
ნაკერის მოხსნა ან ხელით შეხება ბინტების გარეშე
ცხელი აბაზანა / საუნა (2–3 კვირა)
კრემის, მალამოს წასმა ექიმის მითითების გარეშე
მძიმე დატვირთვა, გაწევა და დაძაბვა!