ნაკერების ამოღება არის პროცედურა, როცა ჭრილობაზე დადებული ძაფები იხსნება მაშინ, როცა კანი საკმარისად არის შეხორცებული. ვხსნით ნაკერის ბინაზე ექიმის დანიშნულებით;

ნაკერების ტიპები

1) ძაფები (Sutures)

მზადდება ნეილონის, ვიკრილის, სილკის და სხვა მასალებისგან

შეიძლება იყოს გარე (ამოსაღები) ან შიდა (თვითშლადი)

ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ჭრილობების დახურვისთვის

როგორ ხდება ამოღება? (ზოგადი მიმოხილვა)

ძაფის ნაკერების ამოღება

კანი იწმინდება ანტისეპტიკით

სპეციალური suture remover-ის მაკრატლით ან სტერილური ინსტრუმენტით!

იჭრება ძაფის ზედა ნაწილი

4. ექთანი ნაზად ამოიღებს ძაფს კანის ქვეშიდან

რა დროს უნდა ამოიღონ ნაკერები?

დამოკიდებულია ადგილის მიხედვით (საშუალო დროები):

სახე: 3–5 დღე

კისერი: 5–7 დღე

ტანი: 7–10 დღე

ხელ–ფეხი: 10–14 დღე

სახსრები/მოძრავი უბნები: 12–14 დღე

(დრო შეიძლება იცვლებოდეს — საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.)

ჭრილობაზე ნაკერის გართულება

როდის უნდა მიმართო ექიმს?

გაწითლება, შეშუპება;

გამონადენი;

ტკივილის გაძლიერება;

ძაფის ჩაძირვა ან კანის ჩაჭიმვა;

სიცხე ან სხვა ინფექციის ნიშნები;