არქივები

კატეგორიები

  • კატეგორიები არ არის

ნაწოლების მოვლა

ნაწოლები უმეტესად უვითარდებათ მწოლიარე, ლოგინად ჩავარდნილ ხანდაზმულ პაციენტებს! რა არის და რა იწვევს ნაწოლს? ნაწოლს უწოდებენ კანისა და რბილი ქსოვილების დაზიანებას, რომელიც ხანგრძლივი ერთგვაროვანი ზეწოლის შედეგად ვითარდება. ნაწოლების 4 სტადიას გამოყოფენ. ის სხვადასხვა სიმძიმისაა: კანის უმნიშვნელო შეწითლებიდან ღრმა წყლულამდე, რომელიც ძვლამდე აღწევს. ნაწოლები მას ემუქრება, ვისაც სიბერის, ავადმყოფობისა თუ ფიზიკური უძლურების გამო დიდხანს უწევს გაუნძრევლად ჯდომა ან წოლა. სხეულის რომელიმე ნაწილზე მუდმივი ზეწოლა ამცირებს სისხლის, შესაბამისად, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას, რის გამოც კანი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები ნელ-ნელა კვდება. ჩამოყალიბებას უმეტესად რამდენიმე დღე სჭირდება. მწოლიარე ავადმყოფებს ნაწოლები ძირითადად – ბეჭებზე, ზურგზე, იდაყვებზე, კუდუსუნზე, თეძოებზე, კოჭებზე უვითარდებათ გამოყოფენ ნაწოლების განვითარების 4 სტადიას: პირველ სტადიაზე კანი წითელია! *მეორე სტადიაზე ყალიბდება მტკივნეული ღია ჭრილობა ან წყლული, მის გარშემო კანი ციანოზურია! მესამე სტადიაზე კანქვეშა ქსოვილების დაზიანების გამო ჩნდება ჩაღრმავება! მეოთხე სტადიაზე შესაძლოა მოზრდილი ჭრილობა ჩამოყალიბდეს. ნაწოლების დამუშავება ხდება ექიმის მიერ დანიშნული ანტისეპტიური პრეპარატებით , ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც კი არის საჭირო. ნაწოლის დამუშავებას სეპტიურად ასრულებს შენი ოჯახის ექთანი NMS 24/7.